ჩემი შვილები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ, რუსებმა მაშველებს გამოყვანის საშუალება არ მისცეს - ბოროდიანკას მცხოვრები
უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება, რომ მაშველებმა ქალაქ ბოროდიანკაში ორი დანგრეული შენობის ქვეშ 26 ცხედარი იპოვეს. ნანგრევების ქვეშ მოყოლილების გადასარჩენად მაშველებს მუშაობის საშუალება რუსმა სამხედროებმა არ მისცეს. 77 წლის ქალი ყვება, რომ მისი შვილიშვილი დაობლდა, მისი მშობლები ნანგრევებში მოყვნენ.
ჩემი შვილები ნანგრევების ქვეშ მოყვნენ, მაშველებმა მათი ცხედრები ამოიყვანეს, 36 დღე ხალხი ნანგრევებში იყო მოყოლილი, რუსები კი განუწყვეტლივ ისროდნენ და არ აძლევდნენ მაშველებს მათი იქიდან გამოყვანის საშუალებას. რატომ არ მოდის მამა, რატომ არ მოდის დედა, გვეუბნებოდა შვილიშვილი. ჩვენ ვეუბნებოდით, ისინი ეხმარებიან ომში დაჭრილებს,როგორ ვუთხრათ ბავშვს რომ დედაც მოუკვდა და აღარც მამა ჰყავს", - ამბობს 77 წლის მარია ბოროდიანკადან.