თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ ბუჩაში - დეკანოიძე

09.04.22 13:25
თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ ბუჩაში - დეკანოიძე

 „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ თუ ხელისუფლება არ ჩავა ბუჩაში, ოპოზიცია მზადაა, რომ უკრაინაში გაემგზავროს. დეკანოიძის თქმით, ის პირადად აპირებს ბუჩაში ჩასვლას. 

თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის უკრაინაში, მაშინ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ვინც უნდა ჩავიდნენ უკრაინაში, ჩავიდნენ ბუჩაში, თავისი თვალით ნახონ, ვინ არის რუსეთი, არამხოლოდ პუტინი, არამედ რუსეთი და ზოგადად, როგორია უკრაინელების ტრაგედია და ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამიტომ, დიახ, მე ვაპირებ, მეორედ წავიდე უკრაინაში და მოვუწოდო ჩემს კოლეგებს,რომ ყველამ ერთად უნდა ვნახოთ, რა სჩადის რუსეთი, როგორი სამხედრო დანაშაულების ადგილი გახდა არამხოლოდ ბუჩა, გოსტომელი და კრამატორსკი, არამედ მთელი უკრაინა“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა, რათა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და ომის დანაშაულები საკუთარი თვალით ნახოს. 

მსგავსი სიახლეები