მრცხვენია, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს - გიორგი ვაშაძე ბუჩაში ჩასვლის მიწვევაზე პაპუაშვილის პასუხზე
"მართლა მრცხვენია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას", - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბუჩაში ჩასვლის მიწვევაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პასუხს ეხმაურება. ვაშაძის თქმით, ოპოზიცია უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს და ბუჩაში ჩავა.
როცა ეს ინფორმაცია წავიკითხე სირცხვილისგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მართლა მრცხვენია, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ, ოპოზიცია აქტიურები ვართ ამ პროცესში, კოლეგებსაც დაველაპარაკები და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში და საქართველოსთვის სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ, როცა ამას არ აკეთებს ხელისუფლება. მაგრამ მთავარია ის, რომ სწორედ ეს მიუთითებს მათ რეალურ სახეზე. რა განცხადებაც იყო 9 აპრილს სიმბოლურად, ეს მიუთითებს მათ რეალურ სახეზე“, - თქვა ვაშაძემ.