ნებისმიერი ბზარი უკრაინასა და ჩვენ შორის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ახეირებს - ზურაბიშვილი

09.04.22 14:18
ნებისმიერი ბზარი უკრაინასა და ჩვენ  შორის მხოლოდ და მხოლოდ  რუსეთს ახეირებს - ზურაბიშვილი

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი ბზარი მხოლოდ რუსეთისთვისაა მომგებიანი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და თქვა, რომ დღეს აქ მიტანილი ტიტები არამხოლოდ 9 აპრილის დაღუპულთათვისაა, არამედ იმ ქართველი და უკრაინელი გმირებისთვის, რომლებიც  თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ჩვენი მაგალითია ის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მოჰყვა 1991 წლის 9 აპრილი. ეს არის გამარჯვების მაგალითი, რომ ყოველი ბრძოლა ღირს, თუ ის არის ღირსებისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიდგეთ უკრაინელი ძმების გვერდით. 

ნებისმიერი ბზარი ჩვენსა და უკრაინას შორის მხოლოდ და მხოლოდ ერთს ახეირებს და ეს არის რუსეთი. ეს უნდა ვიცოდეთ, არ დაგვავიწყდეს და ვიყოთ სოლიდარულები. უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის და ასევე ამ ადამიანების ღირსი, ვინც აქ 1989 წელს იდგა და არ დაჩოქილა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები