საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კითხვარს ორშაბათს გადასცემენ
საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კითხვარს ორშაბათს გადასცემენ. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა.
პასუხები დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის (უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს) შესახებ, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს", - დაწერა ვარჰეიმ ტვიტერზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი 8 აპრილს, უკრაინაში გადასცა.