ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილი - პრეზიდენტი
"ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ვართ ერთიანი და არა მაშინ, როცა ორ ან მეტ ბანაკად ვართ გაყოფილი. 9 აპრილი ამის დასტურია"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ ერთიანობით, ერთსულოვნებით და ერთიანი მომავლის ხედვით შეუძლია საქართველოს გაუძლოს ამ საუკუნის გამოწვევებს, როგორც გაუძლო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში.
"როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე იდგა, ერთად დგომით წნეხსაც გაუძლო და საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც"- თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.