უმძიმესი ინფორმაცია უკრაინიდან - ფრონტის ხაზზე კიდევ ორი ქართველი მებრძოლი მებრძოლი დაიღუპა
უმძიმესი ინფორმაცია უკრაინიდან - ფრონტის ხაზზე კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მძიმედ დაიჭრა საქართველოს 5 მოქალაქე, რომელიც რუსეთის წინააღმსდეგ იბრძოდა.
ინფორმაციას "ტვ პირველს" უკრაინაში მებრძოლი ქართველები უდასტურებენ.
"პირველების" ინფორმაციით" 5 დაჭრილიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო ცეცხლი იზუმის მახლობლად გახსნეს. tvpirveli.ge გარდაცვლილებისა და დაჭრილების ვინაობას შენგებულად არ ასახელებს, რადგან მათი ოჯახისთვის მომხდარის შესახებ ცნობილი არ არის.
მანამდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლისას საქართველოს 4 მოქალაქე - გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა გმირულად დაიღუპა. ბერიაშვილი, რატიანი და გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს და დაკრძალეს.ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება ამ დრლმდე ვერ ხერხდება.
izumi 5 dan oris mdgomareoba