როგორ იყენებს ომის დაწყების შემდეგ რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს სატვირთო თვითმფრინავებისთვის
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში უკრაინაში ომის დაწყებიდან 22 დღის თავზე გამოჩნდა. მოსკოვთან ახლოს მდებარე ჟუკოვსკის აეროპორტიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ილ 76, ერევანში გადაფრიბდა, 18 მარტს, ამ ფრენის შესრულებას, საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საგანგებო განცხადება იმავე დღეს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა და თქვა, რომ ეს არ იყო სამხედრო თვითმფრინავი და რუსეთმა სამოქალაქო ავიარეისი შეასრეულა.
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა მიზანს ემსახურებოდა, რუსული სატვირთო თვითმფრინავის, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, სომხეთში ჩაფრენა და რა ტვირთი გადაჰქონდა, უკრაინასთან ომის პირობებში მყოფ რუსეთს, საქართველოს გავლით ერევნიდან მოსკოვში.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს, რუსეთის საგანგებო სირუაციების სამინისტროს თვითმფრონავის ფრენის ყველა მარშრუტი 2022 წლის განმავლობაში. ირკვევა, რომ დიდი ტვირთების, მათ შორის მაღალი გამავლობის მანქანების გადასატანად განკუთნილი აეროხმალდს, პლანეტ ფაინდერის მონაცემებით წელს საერთოდ არ უფრენია. პირველი რეისი, უკრაინში ომის დაწყებიდან 18 დღეში შეასრულა, მანამდე კი სამი თვე გაჩერებული იყო.
თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს ცა სატრანზიტო მიზნებისთვის უკრანაში ომის დაწყებიდან დღემდე ცხაჯერ გადაკვეთა, ილ 76-ია სერიული ნომრით 76 429.
"შაბათის ეთერმა" გაშიფრა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით აღნიშნული თვითმფრინავის შესრულებული ცხრავე ავიარეისი და დადგინდა, რომ ის მხოლოდ რუსეთსა და სომხეთს შორის დაფრინავს.
"შაბათის ეთერის" ინტერესის საგანია დადგინდეს, უკრაინასთან ომის პარალელიარად რას უკავშირება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, ასეთი ინტესიური ფრენები, რუსეთსა და სომხეთს შორის, რა ტვირთი გააქვს სომხეთიდან რუსეთს?
ვრცლად ნახეთ მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟი