სახლი კლდეზე, საკუთარი ნაძვების ხეივნით და მთაზე გადმოკიდებული აუზით - ოთარ დანელიას შთამბეჭდავი ქონება

09.04.22 22:06
სახლი კლდეზე, საკუთარი ნაძვების ხეივნით და მთაზე გადმოკიდებული აუზით - ოთარ დანელიას შთამბეჭდავი ქონება

სახლი კლდეზე, საკუთარი ნაძვების ხეივანით და მთაზე გადმოკიდებული აუზით - სასახლეს ბაგების ელიტარულ უბანში ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი, ეკონომიკის სამინისტროდან  ბიზნესომბუდსმენად გადასული ოთარ დანელია იშენებს. 

"შაბათის ეთერის" მიერ გადაღებული კადრები და მოპოვებული დოკუმენტები შთამბეჭდავია - სულ მალე ოთარ დანელიას ხუთვარსკვლავიანი რეზიდენცია ექნება, სასახლე ხედით მთებზე ბაგების სატყეო  უბანაში პირდაპირ კლდეზეა წამოჭიმული. სახლი კლდეზე საკუთარი ფიჭვების ხეივნით და უზარმაზარი ეზოთი, ნახევარ თბილისს ზევიდან გადმოჰყურებს. 

"შაბათ ეთერის" მიერ გადაღებული კადრებიდან ირკვევა, რომ 2372 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ყველა კუთხეში მუშები არიან, 11 მეტრის სიმაღლის შენობა, უკვე მზად არის, ახლა შიდა რემონტისთვის ემზადებიან.

ფასადი კომპოზიტური მასალებით მოარიპკეთეს, რომ ზამთარში სითბო, ზაფხულში კი სახლმა სიგრილე შეინარჩუნოს. ფასადის ნაწილი, ღია ფერის ბუნებრივი ტრავენტინითაა მოპირკეთებული. გეომეტრიული ხაზები კი შავი ალუმინის ვიტრაჟებით გამოკვეთილი, რომელსაც ინგლისურის სტილი მინაპაკეტის წყობა, კლასიკურ იერს ანიჭებს. 

ოთარ დანელიას სახლიდან გასაოცარი ხედები იშლება, მთები რომ კარგად ჩანდეს ყველა მოაჯირი. სპეციალურ ღუმელში 700 გრადუსზე ნაწრთობი მინით დაამზადეს.  გიგანტური ვიტრაჟები კი სახლის ყველა ოთახს ნათელს ხდის, მიწისქვეშა ავტოფარეხსასაც კი აქ დიდი მინის კედელი აქვს, რომ მანქანიდან სახლში მისული დანელიები მთების გასაოცარი ხედებით დატკბნენ. 

მშენებლობა უკვე დასრულებულია - ახლა კოსმეტიკური რემონტი იწყება, ამ რეზიდენციის შიდა კედლები კონდინციონერებმა რომ არ დაამახინჯონ, სამივე სართულზე ცენტრალური კონდინცირების "სპლიტ სისტემა" დაამონტაჟეს, ცივი და ცხელი ჰაერის მიწოდება ჭერიდან მოხდება. მხოლოდ ეს გათბობა გაგრილების სიტემა ათობით ათასი ლარი ღირს.

გამომძიებელმა ჟურნალისტმა დანელიას სასახლის შიდა სივრცის გადაღებაც მოახერხა - პირველი რაც ფოიეში გხვდება, თეთრი მარმარილოს  გიგანტური ფილებია. თეთრი ქვა ოქროსფერი ძარღვებით, რომელსაც კედელზე გასაკრავად ამზადებენ აღმოსავლური თეთრ მღვიმეებში მოიპოვება. არაბი შეიხების სასახლეები სწორედ ასეთი თეთრი მარმარილოს ქვით არის მოპირკეთებული.  საბითუბო ბაზრობაზე, სადაც სამშენებომასალა ყველაზე იაფია, ამ ფილების ერთი კვადრატულის ფასი  220 ლარიდან იწყება. იტალიურ შოუ რუმებში კი სამჯერ უფრო მეტი ღირს. 

როგორც ჩანს, ერთგზის მინისტრმა, ორგზის მინისტრის მოადგილემ და ახლა უკვე ბიზნესომბუცმენმა, მჭიდრო კავშირებით ღარიბაშვილთან ტერიტორიის დიდი ნაწილი ეზოს დაუთმო. მშენებლობის პროცეში მეზობლის მიწის ნაკვეთი კიდევ 880 კვდარტული მეტრიც მიიერთა. 

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, რა ჯდება ჩინოვნიკის  სასახლის მშენებლობა, მართალია თუ არა ამბავი, რომ სასახლისთვის შპალერიც კი იტალიიდან გამოიწერეს, რადგან მფლობელს ბაზარზე არსებული მოდელებიდან არც ერთი არ მოეწონა, თუმცა ის კითხვებს არ პასუხობს. 

საიდან ამდენი ფული?

ოფიციალური  დოკუმენტების თანახმად, ოთარ დანელიას ხელფასი თვეში 4330 ლარია, მისი მეუღლეც საჯარო მოხელეა, მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილედ მუშაობს და თვეში 2475 ლარს იღებს. ჯამში თვეში 6805 ლარით უნდა არჩინოს ოთხ სულიანი ოჯახი, ააშენოს  აი ეს რეზიდენცია უძვირფასესის სამშენებლო მასალით, დაისვენოს შვეულების დროს, გადაიხადოს გადასახდები, იყიდო ტანსაცმელი საკვები, აქსესურები რაც წარმოუდგნელი ხარჯია. 

დანელიას დეკლარაციაში წერია, რომ ბეტონში 13 ათასი ლარი დახარჯა, მანამდე კი მშენებლობაში 229 ათასი ლარი, თუმცა ეს თანხა ნანახთან სრულ შეუსაბამობაშია.

ოთარ დანელია 2013 წლიდან საჯარო უწყებებში მუშაობს. ის ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იყო, 2015 წელს მინისტრს პოსტი დაიკავა. 2017 წელს  კი საპარლამენტო სიაში ჩაწერეს და საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მიიღო.  მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დანელიას ერთადერთი შემოსავალი საჯარო მოხელის ხელფასია. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები