სათანადოა, რომ "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში მიწვევას? - სტეფანჩუკის კითხვა პაპუაშვილს
მძიმე წერილი უკრაინიდან - საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ შოთა რუსთაველის სიტყვებით შეახსენა - "რას ნიშნავს მეგობრების დახმარება"- წერილი რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილს მას შემდეგ გამოუგზავნა რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელი ხალხის გენოციდის ადგილას ბუჩაში ვიზიტზე და რუსული ოკუპანტების სისასტიკის ნახვაზე უარი თქვა.
რუსლან სტეფანჩუკი პაპუაშვილის მიერ ბუჩაში მიწვევის "არასათანადოდ" მოხსენიებას გამოეხმაურა.
"ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული – გზად და ხიდად".
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელისუფლებას 2008 წელიც გაახსენა რა სამხედრო დახმარება აღმოუჩინა საქრთველომ უკრაინამ.
ერთადერთი რამ, რაც ენითგამოუთქმელს მხდის, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი უწოდო მოწვევას „არასათანადო“, რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება, გაიზიარო მისი მწუხარება, გამოხატო მხარდაჭერის სიტყვები? მეჩვენება, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე“- წერს კრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე.