ყველა სიკეთე, ყველე პროგრესი, რასაც ევროკავშირთან მივაღწიეთ, მმართველი პარტიის დამსახურებაა - ღარიბაშვილი

11.04.22 11:18
ყველა სიკეთე, ყველე პროგრესი, რასაც ევროკავშირთან მივაღწიეთ, მმართველი პარტიის დამსახურებაა - ღარიბაშვილი

ყველა სიკეთე და პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლებში ევროკავშირთან ურთიერთობაში, არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება - ამის შესახებ  ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგში ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს მიიღებს.

რეალურად ახალ ეტაპზე გადავდივართ, მას შემდეგ რაც ჩვენ წევრობაზე აპლიკაცია და განაცხადი წარვადგინეთ. პროცესი დაწყებულია, ახლა ჩვენ მივიღებთ ამ კითხვარს. ამ პროცესს სჭირდება ყველა უწყების მხრიდან მაქსიმალური ჩართულობა. მე პირადად გავაკონტროლებ ამ პროცესს, პირადად ვიქნები ჩართული ამ პროცესში. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მივაწოდოთ ბრიუსელს შევსებული კითხვარი.

მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა სიკეთე და ყველა პროგრესი, რომელიც მიღწეული იქნა ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობაში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება.

დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე წევრობაზე განაცხადი, ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნებას“. ამიტომ, რა თქმა უნდა, მივიღებთ რა კითხვარს, ამ პასუხისმგებლობით ჩავერთვებით და ამ პასუხისმგებლობით წარვადგენთ შევსებულ დოკუმენტაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები