ისტორიული დღე - საქარათველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარს გადასცემენ
ისტორიული დღე საქართველოსთვის - ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების კითხვარს გადასცემს. საუბარია დოკუმენტზე, რომლის კითხვებსაც დემოკრატიულ ინსტიტუციებზე, ადამიანის უფლებებზე და სასამართლოს თავისუფლებაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. სწორედ ეს პასუხები იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა.
სპეციალურ კითხვარს დღეს ბრისუელში საქართველოს ელჩს საზეიმოდ გადასცემენ.
ცოტა ხნის წინ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში მოხდა.
სანქციების პაკეტი ყოველთვის მაგიდაზე დევს. უკრიანაზე საუბარი ნიშნავს ისაუბრო სანქციების პაკეტთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას, შემედგი ნაბიჯები იქნება, რომ ჩვცენ მივყტვებით პროცედურებს როგორც გავაკეთეტ უკრაინის შემთხვევაში. კომისია მათ გადასცემს კითხვარს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პირადად ჩავიდა უკრაინაში, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთვის კითხვარი გადაეცა. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინის საკითხთან დალკავშირებით, რაც ხდება იქ და რუსულ აგრესიაზე, რომელიც ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს. ჩვენ ვისაუბრებთ როგორც შეგვიძლია უკრაინის მხარდაჭერა, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და როგორ უნდა დავეხმაროთ საერთაშორიროს კრიმინალურ სასამართლოს ამ საქმის წარმოებას, - განაცხადა ბორელმა.
პარალელურად, დღეს საქართველოში ევროპარლამენტარები ლუკას მანდლი, იოზას ოლეკას, ასევე ელენა იონჩევა და პატრიკ ბერგი ჩამოვიდნენ. მათ პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან უკვე გამართეს. ევროპარლამენტარები ასევე შეხვედრებს ხელისუფლების სხვა წარამომადგენლებთან და ოპოზიციასთანაც გამართავენ. საუბრის თემა რეგიონში უსაფრთხოების საკითხები იქნება.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" რეალურად ევროკავშირში გაწევრიანება არ სურს და ეს პროცესი მხოლოდ ფორმალურად წამოიწყო. მათი თქმით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხელისუფლებას არცერთი სჭირო რეფორმა არ გაუტარებია.