მინდა, მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია - პრემიერი

11.04.22 12:02
მინდა, მოქალაქეებს ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ "კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის დამარცხებულია". 

მისი თქმით, ხელისუფლებამ პროცესის მართვა შეძლო: 

დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მე მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა. სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები