ევროკავშირის კითხვარის გადაცემა - მოვლენების ეპიცენტრი ლუქსემბურგია
ევროკავშირის კითხვარის გადაცემის ცერემონიალი - მოვლენების ეპიცენტრი ლუქსემბურგია. ადგილზე უკვე იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ელჩი ევროკავშირში.
ცერემონიალის დაწყებამდე სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებები გააკეთეს. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველომ კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შეასრულოს, რაც ყველა საჭირო რეფორმების გატარებას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარტნიორობა გვქონდეს დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებთან. გვსურს დავეხმაროთ ჩვენ პარტნიორ მეზობელ ქვეყნებს, რათა შეასრულონ კრიტერიუმები და მათი ევროპული ოცნება განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქტიური პარტნიორობა გვქონდეს დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებთან. 1993 წელს ჩვენ დავამტკიცეთ კოპენჰაგენის კრიტერიოუმები და ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორ მეზობელ ქვეყნებს, რათა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უკრაინის მხარდამჭერ სანქციებს შეუერთდებიან.
უკრაინამ გადადგა უზარმაზარი ნაბიჯი, რომ დაემსხვრია ეს ბარიერი, რომლის გარღვევაც ამ სამმა ქვეყანამ ვერ მოახერხა, მაგრამ მათ ამისთვის სისხლიანი ფასი გადაიხადეს. ვიმედოვნებ, რომ რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეუერთდებიან სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად. ამ ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური განაცხადი უკვე გაკეთებულია. ერთადერთი ახლა რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მათ კანდიდატის ოფიციალური სტატუსი შევთავაზოთ. მე მათ მხარს ვუჭერ. შემდეგი ნაბიჯი პროცედურებია, რომელსაც უნდა მივყვეთ, ლიეტუვა მხარს უჭერს სამივე ქვეყანას, - განაცხადა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მისსავე აზრს იაიზრაბეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც.
ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, საქართველოს და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებას. ვხედავთ, რომ უკრაინა პირდაპირი მნიშვნელობით იბრძვის ევროპული მისწრაფებებისთვის. ჩენთის, ჩეხეთისტის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ჩეხეთი ლობირებას უწევს ამას. არ ვიცი რა იქნება ამ ლობირების შედეგი. ეს კომისიის გადასაწყვეტია, მაგრამ ყველკაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს დებატები ამაზე ევროკავშირში. ზოგიერთი წევრი თავშეკავებულია. ჩემი ამოცანაა ავუხსნა მათ ამ ერთიანობის მნიშვნელობა, - განაცხადა იან ლიპავსკიმ.