შევხედოთ, შეიძლება წავიდეთ, რა იცით? - დავითულიანი უკრაინაში ჩასვლაზე

11.04.22 13:46
შევხედოთ, შეიძლება წავიდეთ, რა იცით? - დავითულიანი უკრაინაში ჩასვლაზე

"ქართული ოცნების" წევრი, ბექა დავითულიანი, ამბობს, რომ ხელისუფლებას უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამისთვის მთავრობამ ჩასვლის საჭიროება უნდა დაინახოს. 

ის დამოკიდებულება, რომ ჩვენ იქ პრინციპულად ჩასვლა არ გვინდა, არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ამის პრობლემა არ გვაქვს. შევხედოთ, შეიძლება წავიდეთ, რა იცით? ის, რომ უკრაინაში წასვლის პრობლემა ჰქონდეს ვინმეს, ხელისუფლებას ამის პრობლემა არ აქვს ნამდვილად. უკრაინის მხარემ არაფერი არ უნდა გააკეთოს. საქართველოს მხარემ უნდა ჩათვალოს, რომ ამ თავისი ჩასვლით რაღაცით დაეხმარება უკრაინას. მეტი არაფერი, - განაცხდა დავითულიანმა. 

 შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში ჩასვლა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. 

მსგავსი სიახლეები