რაც მალე შეწყდება უკრაინის ბრალდებები, მით მარტივი იქნება იქ ჩასვლა - ქადაგიშვილი

11.04.22 15:37
რაც მალე შეწყდება უკრაინის ბრალდებები, მით მარტივი იქნება იქ ჩასვლა - ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი რადას თავმჯდომარის წერილს პასუხობს, რომელიც სტეფანჩუკმა პარლამენტის თავმჯდომარეს გამოუგზავნა. ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ რაც მალე შეწყვეტს უკრაინასაქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრალდებებს, მით სწრაფად იქნება შესაძლებელი კონტაქტის დამყარება. 

გვერწმუნეთ, არსად ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს. მე ვთვლი, რომ რაც უფრო მალე შეწყდება უკრაინის მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება, მით უფრო ადვილი იქნება არა მარტო ჩასვლა, არამედ, კიდევ უფრო სხვა ელემენტების შემოტანა ისედავ საქართველოს მყარ და გამოკვეთილ პოზიციებში აგრესიის დაგმობისა და უკრაინის მხარდაჭერის კუთხით, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ომში მყოფი ქვეყნისგან ,,ქართულმა ოცნებამ"  კიდევ ერთი წერილი მიიღო. ამჯერად ადრესატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა. შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარე მიმართავს.

წერილი  რუსლან სტეფანჩუკმა ჩვენს ქვეყნაში მას შემდეგ გამოგზავნა, რაც პაპუაშვილმა უკრაინელი ხალხის გენოციდის ეპიცენტრში ჩასვლაზე უარი განაცხადა. ამ საკითხზე სავარუდოდ, განცხადებები ბიუროს სხდომაზეც გაკეთდება, სადაც დეპუტატები ამ წუთებში იკრიბებიან.

მწვავე წერილის ადრესატი, შალვა პაპუაშვილი, კომენტარს კვლავ არ აკეთებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ხელისუფლების ოპონენტი პარტიების ლიდერები აპირებენ, ჩავიდნენ უკრაინაში და სოლიდარობა ადგილზე გამოუცხადომ მოძმე უკრაინელ ერს. 

მსგავსი სიახლეები