ისტორიული დღე - საქართველოს ევროკავშირის კითხვარი საზეიმოდ გადასცეს
ისტორიული დღე საქართველოსთვის - ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი დაიწყო. ლუქსებურგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის კითხვარი საზეიმო ვითარებაში გადასცეს. ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა. საქართველოსთვის ევროპული კარის გასაღებად "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი, მათ შორის, მთავრობამ უარი უნდა თქვას სასამართლოს კონტროლზე, შეწყვიტყოს ზეწოლა მედიაზე და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა.
იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეავსეთ, ევროპული საბჭოს ინსტრუქციების მიხედვით ჩვენ დავიწყეთ წევრობაზე თქვენი განაცხადის შესწავლა. ამიტომ, მე გადმოგცემთ კითხვარს, საიდანაც ჩვენ უნდა გავიგოთ, სად არის თქვენი ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, აქედან კი ჩვენ გავიგებთ, ხართ თუ არა თქვენ მზად ევროკავშრში გაწევრიანებისთვის, - განაცხადა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.
საქართველოს ხელისუფლებას კითხვარზე პასუხების გასაცემად თვენახევარი ექნება. ევრკომისიისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხების შემთხვევაში გამორიცხული არ არის, საკითხი სამიტზე ივნისის ბოლოს განიხილონ.
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კითხვარი დღეს მოლდოვასაც გადაეცა. მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კითხვარის გადაცემიდან რამდენიმე წუთში ისინი კითხვარზე მუშობას დაიწყებენ, რათ დასმულ შეკითხვებს ადექვატური პასუხები გასცენ.