პარლამენტში საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრთა შერჩევის პროცესი დაიწყო
პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანიდატების შერჩევა დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, დაუჭერს თუ არა საქართველოს პარლამენტი მხარს სახალხო დამცველის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის კანდიდატებს?
სახალხო დამცველი და მესამე სექტორი მხარს ლიკა შავგულიძესა და ლაშა ტუღუშს უჭერენ-ეს კანდიდატები საკანონმდებლო ორგანოს უკვე ოფიციალურად წარუდგინეს.
პარლამენტი რამდენიმე დღეში იმსჯელებს, ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ბორდის წევრი. ამ ეტაპზე 3 პოსტია ვაკანტური. აქედან ერთის კანდიდატურა წარადგინა სახალხო დამცველმა, თავისი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვსთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე ოპოზიციას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაცლილი მმართველი პარტიის გავლენისგან, მიაჩნია საზმაუს ბორდის წევრობის სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ლაშა ტუღუშს.
მეტი გამჭვირვალობა სჭირდება საზმაუს, მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს რეპუტაცია, რომელიც უნდა ემყარებოდეს დასავლურ სტანდარტებს და არა გარკვეული პატარა, თუ დიდი ჯგუფების ინტერესებს- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატს, ლიკა შავგულიძეს, მიჩნია, რომ ტელევიზიაში უნდა გაიზარდოს ნდობა საზოგადოების მიმართ და გამოირიცხოს მიკერძოებულობა.
გვჭირდება ანალიტიკური გადაცემა, რომელიც უნდა იყოს კვირაში ერთხელ მაინც, გვჭირდება თავისუფლება ჟურნალისტების, რადგან კანონით არის აკრძალული მიკერძოება, მიკერძოებული სიუჟეტების კეთება არ შეიძლება. აუცილებლად გავზრდი ნდობას საზოგადოებასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის - მიაჩნია შავგულიძეს.
ოპოზიციიდან მხოლოდ ,,ნაცმოძრაობას" აქვს უფლება, წარადგინოს კანდიდატი სამაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და როგოერც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ეს კანდიდატი ლიკა შავგულიძეა, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.