უმრავლესობის წევრები მზად, არიან უკრაინაში წავიდნენ – მამუკა მდინარაძე

11.04.22 16:52
უმრავლესობის წევრები მზად, არიან უკრაინაში წავიდნენ – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე იმ კითხვებზე პასუხს მიიღებს, რაც უკრაინის მთავრობასთან აქვს, მაშინ უკრაინაში საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით წავა.

საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით სამძიმარი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, ეს დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მოტანილ არცერთ საკითხთან, კითხვასთან თუ მოთხოვნასთან დაკავშირებით პასუხი არ მიგვიღია. დღემდე არ მიგვიღია პასუხი ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისგან - რატომ დაგვაბრალეს გადაუმოწმებლად და უაპელაციოდ, თითქოს საქართველო ამ სიტუაციაში რძესთან და ყველთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებდა ოკუპანტ ქვეყანასთან, რატომ დაგვაბრალეს ისეთი ამორალური რამ, რასაც იარაღის კონტრაბანდა ჰქვია, რატომ გაიწვიეს ელჩი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა, დღეს ვნახეთ ახალი ამბავი, რომ უკრაინის ფოსტის გავლით საქართველოს მიერ გაწეული დახმარება არავის გაუწევია უკრაინისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მსგავსი სიახლეები