ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები სოციალურ დახმარებას იღებდნენ- აუდიტის სკანდალური დასკვნა
უპრეცენდენტო სკანდალი ქუთაისის მერიაში- აუდიტის დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ მერიის და საკრებულოს მაღალი თანმდებობის პირები ხელფასთან ერთად სოციალურ დახმარებასაც იღებდნენ. სულ 2019-2020 წლებში ამ მიზნით გაცემულია 358 ათასი ლარზე მეტი.
სოციალურად დაუცველთა რიგებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებიც იყვნენ.
,,ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაცვლად დამატებით ფულს საკუთარ თავს ჩუქნიდნენ. ეს სქემა კი აუდიტის დასკვნის მიხედვით, წლების განმავლობაში მუშაობდა.
აუდიტის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქუთაისის მერიაში არნახული კორუფციისა და ნეპოტიზმის მასშტაბებია. ამ დასკვნით ვგებულობთ, რომ ქუთაისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები იმის მიუხედავდ, რომ უზარმაზარ თანხებს იღებენ ხელფასის სახით, იღებენ აგრეთვე სოციალურ დახმარებებსაც. ჯამში ეს 358 ათასი ლარია. - აცხადებს ,,ენმ"-ს წარმომადგენელი, გიგა შუშანია.
იმერეთში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ბოლო პერიოდში 9 ათასით გაიზარდა.
აუდიტის დასკვნა უკვე გადაეცა პროკურატურას.