მეგობრებთან ნიშნის მოგებით დამადლება არ უნდა იყოს - ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას

11.04.22 17:14
მეგობრებთან ნიშნის მოგებით დამადლება არ უნდა იყოს - ხატია დეკანოიძე ხელისუფლებას

ვინ მიდის "ქართული ოცნებიდან" უკრაინაში და როგორია შემადგენლობა - კითხვა ბიუროს სხდოიმაზე „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ დასვა. 

მისი თქმით, "ახლა ნიშნის მოგებისა და ურთიერთბრალდების გაჟღერების დრო არ არის". დეპუტატის თქმით, უმრავლესობის  ვიზიტი აქამდეც უნდა შემდგარიყო.

არ გამოვა გამართლება, ნამდვილად არ არის გამართლება, რადგან ჩვენს ღირებულებებს ტრადიციებს არ შეესაბამება, რომ არ ჩახვიდე ადამიანთან და სამძიმარი არ გამოუცხადო. კარგი იქნებოდა განმარტებული ყოფილიყო ვინ მიდის, როდის მიდის, როგორ იქნება შემადგენლობა, მიდის თუ არა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იღებს თუ არა იმ მოწვევას, რომელიც იყო სტეფანჩუკისგან...  ჩვენს მეგობრებთან ნიშნის მოგებით დამადლება არ უნდა იყოს. რადგან ამ გენოციდის შემდეგ უზარმაზარი მსხვერპლია."- თქვა დეკანოიძემ. 

მსგავსი სიახლეები