"ოცნებამ“ საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძე წარადგინა

11.04.22 17:31
"ოცნებამ“ საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძე წარადგინა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძე წარადგინა.  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დღეს, 11 აპრილს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტმა ბორდში სამი ახალი წევრი უნდა აირჩიოს.  საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირაში გაიმართება. 

მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას 2017 -2020 წლებში იკავებდა.

სახალდო დამცველი და მესამე სექტორი მხარს ლიკა შავგულიძეს და ლაშა ტუღუშს უჭერენ. ეს კანიდატები საკანონმდებლო ორგანოს უკვე ოფიაცლურად წარუდგინეს.

მსგავსი სიახლეები