"მთავრობის რეპრესიული პოლიტიკა" - მესამე სექტორი რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე
მესამე სექტორის წარმომადგენლები რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს და კარვების აღების გადაწყვეტილებას, პოლიციის მხრიდან უხეშ ჩარევად აფასებენ.საიას თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციას რიონის მცველებისთვის ალტერნატიული ადგილი უნდა შეეთავაზებინა პროტესტის გამოსახატად.
გუშინდელმა ფაქტებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს აქვს ერთადერთი პოლიტიკა იმ პროტესტის წინააღმდეგ, რომელიც ნამახვანში მიმდინარეობს, ეს არის რეპრესიული პოლიტიკა, გაუგებარი იყო საერთოდ სამინისტროს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო კარვების დაშლასთან დაკავშირებით, იყო გაჟღერებული გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები და ისმის აქ კითხვები," - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყება იქნება.