თუ 3 ქართველს თანამდებობიდან გადააყენებთ - ირაკლი კობახიძის ულტიმატუმი უკრაინის მთავრობას
ირაკლი კობახიძის ულტიმატუმი უკრაინის მთავრობას. პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კიევს მოუწოდებს, თანამდებობიდან გადააყენოს 3 ქართველი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მაღალი დონის ვიზიტებს გააგრძელებს.
მეგობრობა, რომელიც არის ხალხებს შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელისუფლებებს შორისაც. იმისათვის, რომ ამას დაბრკოლება არ შეექმნას, საჭიროა გარკვეული პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. ელჩის დანიშვნა, კონტრაბანდასთან დაკავშირებით ან დადასტურება, ან უარყოფა, ამ შემთხვევაში ჩვენი რეაქცია ძალიან მარტივია და რაც შეეხება ამ კრიმინალებს, მათი გათავისუფლება.
თუ სააკაშვილს არ ექნება ეს სტატუსი, თუ ადეიშვილი არ მისცემს იმ რჩევებს, რომლითაც საქართველოშიც ხელმძღვანელობდა, თუ ლორთქიფანიძე არ იქნება დაკავებული კონტრდაზვერვითი საქმიანობით, ეს წაადგება უკრაინას და შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობის გაღრმავებას- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.