ულტიმატუმები არ წამოგვიყენებია, ცალმხრივ ურთიერთობებზე არც რუსთაველს დაუწერია ვეფხისტყაოსანში - მაჭარაშვილი უკრაინაზე
"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ კობახიძის განცხადება უკრიანის მთავრობიდან მისთვის არასასურველი კადრების გათავისუფლების შესახებ, ულტიმატუმი არ ყოფილა. მმართველი პარტიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინა საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობას თავად არ ცდილობს და არგუმენტად "ვეფხისტყაოსანს" იშველიებს.
ჩვენ საერთაშორისო პლატფორმაზე არ გვითქვამს, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას და მხარდაჭერას გავაგზავნით თუ უკრაინა ამას და ამას გააკეთებს. ეს ხო არ გაგვიკეთებია. ულტიმატუმები ჩვენ არ წამოგვიყენებია. მეგობრული ურთიერთობები დგება ორმხრივად, ცალმხრივ ურთიერთობებზე არც რუსთაველს დაუწერია ვეფხისტყაოსანში და არც არავის.
გადაიხედოს ის პოლიტიკა, რაც სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში დიახ, ჰქონდა და აქვს უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
ირაკლი კობახიძის ულტიმატუმი უკრაინის მთავრობას. პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კიევს მოუწოდებს, თანამდებობიდან გადააყენოს 3 ქართველი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მაღალი დონის ვიზიტებს გააგრძელებს.