საოკუპაციო რეჟიმის ქართველი ტყვეები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან - ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება

12.04.22 11:44
საოკუპაციო რეჟიმის ქართველი ტყვეები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან - ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება

საოკუპაციო რეჟიმის ქართველი ტყვეები გადაყწვტილების მოლოდინში არიან - მამუკა ჩხიკვაძე და ლევან მაჩაბელი, რომლიც ოკუპანტებმა შიდა ქართლიდან გაიტაცეს, ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

მათ საკითხს დღეს ერგნეთში განიხილავენ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას განიხილავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული.

დღეს განვიხილავთ უკანონო დაკავების ფაქტებს და მოვითხოვთ დაკავებულების შესახებ ბოლო ინფორმაციას. რაც გვაქვს ინფორმაცია, დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი მიმდინარე კვირას არის ჩანიშნული. შეხვედრაზე ასევე შევეხებით უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებს. წინა შეხვედრიდან დღემდე ერთი ფაქტი დაფიქსირდა ოკუპირებულ დისევთან, სადაც ხის ბოძები გააკეთეს. რაც შეეხება უკანო წვრთნებს, ეს აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს და ამ ფაქტს კიდევ ერთხელ მკაცრად გავაპროტესტებთ“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ამ დროისთვის საქართველოს რვა მოქალაქე რჩება დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში.

მსგავსი სიახლეები