ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონები - აუდიტის სკანდალური დასკვნა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე
მილიონები არარსებული პროექტებისთვის საქართველოს 23 ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაობისთვის თანხები გამოიყო, თუმცა პროექტები არ შესრულდა. აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების რაოდენობა უპრეცედენტოა, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღანელმა პირებმა არც კომპანიები დააჯარიმეს და პროექტებს არც ზედამხევდელობა გაუწიეს.
მუნიციპალიტეტების მიერ დაქირავებული ზედამხედველი კომპანიები ჯეროვნად არ ასრულებენ ხელშეკრულების პირობებს. გამოვლენილი გარემოებებით დასტურდება, რომ შეუძლებელია არსებული საკადრო რესურსით კონტრაქტორებმა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესზე სათანადო კონტროლი განახორციელონ. თავის მხრივ, არც მუნიციპალიტეტების მიერ მოწმდება ზედამხედველი კომპანიების მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. 2019-2020 წლებში ზედამხედველ კომპანიებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში − 39,036.4 ათასი ლარი აუნაზღაურდათ ისე, რომ მუნიციპალიტეტებს სათანადოდ არ შეუმოწმებიათ, რამდენად ასრულებენ მიმწოდებლები ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს", - წერია აუდიტის დასკვნაში.
კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ საქმე სავარუდოდ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს.
ხშირად ვხვდებით ისეთ სამშენებლო ობიექტებს, რომლებიც არ დასრულდა დადგენილ ვადებში და რომელიც დასრულდა, მაგრამ შემდეგ არის უხარისხო და ამაზე ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები. ზუსტად ეს არის იმ საზედამხედველო კომპანიის ბრალი, რომელმაც თავის დროზე დაწერა ყალბი დასკვნა და არ ესწრებოდა სამუშაოებს და შესაბამისად ბიუჯეტის ფული იფლანგება", - ამბობს ბესიკ დონაძე.
"ქართული ოცნება" შეგნებულად ქირაობს ხოლმე მათთან დაახლოებულ საზედამხედველო კომპანიებს იმისთვის, რომ თვალი დახუჭონ იმ გაფუჭებულ საქმეებზე, რომელიც მრავალმილიონიან ტენდერებში გვაქვს. ზუსტად ამიტომ გვაქვს შემთხვევები, როცა ახალდასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელახლა არის გასაკეთებელი, როცა ახალშეკეთებული ჭერი ვარდება, როცა ავტობუსის გაჩერებები ვარდება", - ამბობს საბა ბუაძე.