უკრაინაში მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, ადეიშვილი - კობახიძე

12.04.22 13:29
უკრაინაში მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, ადეიშვილი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინის ხელისუფლებისგან მისთვის არასასურველი კადრების გათავისუფლებას კვლავ ითხოვს. კობახიძე იმეორებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი კრიმინალები არიან.

კობახიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ესაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა პასუხი მიიღეს ულტიმატუმზე. 

ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალად აღიარებული პირები არ ჰყავდეს თავისთან. ქართველი კრიმინალები არ უნდა იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში, ეს არის, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების ინტერესებში. 

ომი რომაა ქვეყანაში, უკრაინაში და რომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა და ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, ადეიშვილი და სხვები, თავიანთი ნაბიჯებით საქართველოს მიმართ. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ პირების გათავისუფლება უკრაინის ხელისუფლებისგან", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძის ულტიმატუმი უკრაინის მთავრობას. პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კიევს მოუწოდებს, თანამდებობიდან გადააყენოს 3 ქართველი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უკრაინასთან მაღალი დონის ვიზიტებს გააგრძელებს. 

მსგავსი სიახლეები