პროტესტმა შედეგი გამოიღო - უკრაინაში დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია ჩავლენ
რამდენიმე დღიანი ფირისა და საზოგადოების წნეხის შედეგად, "ქართულმა ოცნებამ" უკრაინაში ვიზიტი გადაწყვიტა - ომში მყოფ ქვეყანაში დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია ჩავლენ.
ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინაში გამგზავრების სურვილი უმრავლესობიდან ბევრ დეპუტატს აქვს, თუმცა რამდენი დეპუტატი გაემგზავრება.
უცნობია როდის შედგება ვიზიტი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ამასთან დაკავშირებით უკრაინული მხარისგან პროტოკოლური ინფორმაციის მიღებას ელიან.
არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს უკრაინას და როგორც გაეროში, ეუთოში, ევროპის საბჭოსა და ჰააგაში:
საპარლამენტო გუნდმა უკვე გამოხატა მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტისთვის და რასაკვირველია, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება გავემგზავრებით, რათა მივუსამძიმროთ კიდევ ერთხელ უკრაინას, ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც ამ ომს თან ახლავს"- თქვა მან.
მოკლე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომაც. მისი თქმით, ვიზიტი სავარაუდოდ, კვირის ბოლოს შედგება:
ვიზიტი ალბათ, ამ კვირის ბოლოს შედგება, დეტალებზე მოლაპარაკებები ახლა მიდის. მე ყოველთვოს დიდი სურვილი მქონდა და ახლაც, ვფიქრობ, რომ ვიქნები დელეგაციაში"- თქვა სერგეენკომ.