"ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე!" - სამადაშვილი ხელისუფლებას

12.04.22 15:02
"ჩადით უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე!" - სამადაშვილი ხელისუფლებას

"ლელოს" დეპუტატმა საქართველოს  ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე ჩავიდეს. ამის შესახებ განცხადება სალომე სამადაშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

სამადაშვილმა ასევე მოუწოდა მმართველ პარტიას, მიიღონ რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერაზე, რომელიც ოპოზიციამ შეიმუშავა.

სად დგას დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის გადაწყვეტილებასა და პოლიტიკას გულისამრევს უწოდებენ უკრაინის და საქართველოს მეგობრები.

თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხელისუფლება. ჩადით უკრაინაში, ყოველგვარი პირობების გარეშე", - მიმართა სამადაშვილმა 

მსგავსი სიახლეები