საქართველოს მთავრობის პოზიცია გულისამრევია - ესტონეთს ექსპრეზიდენტი

12.04.22 15:22
საქართველოს მთავრობის პოზიცია გულისამრევია - ესტონეთს ექსპრეზიდენტი

"საქართველოს პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში გულისამრევია" - ამის შესახებ ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა "რადიო თავისუფლებასთან"  ინტერვიუში თქვა. თომას ჰენდრიკ ილვესი, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველში ჩამოვიდა და ჩვენი ქვეყნის გვერდით იდგა, ამბობს, რომ იმედგაცრუებულია.

"მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს. არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში" - ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით - და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ"- ამბობს ყოფილი მაღალჩინოსანი. 

 

მსგავსი სიახლეები