ხე, რომელიც ნაყოფს არ ისხამს, უნდა მოიკვეთოს და ასეთი უნაყოფო ხართ თქვენც - პაატა მანჯგალაძე

12.04.22 15:29
ხე, რომელიც ნაყოფს არ ისხამს, უნდა მოიკვეთოს და ასეთი უნაყოფო ხართ თქვენც - პაატა მანჯგალაძე

ხე, რომელიც ნაყოფს არ ისხამს, უნდა მოიკვეთოს და ასეთი უნაყოფო ხართ თქვენც- "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი , პაატა მანჯგალაძე "ქართულ ოცნებას" მიმართავს. 

 იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი ჩავიდეს უკრაინაში, ამისთვის თურმე, აუცილებელია, უკრაინის პრეზიდენტმა გადააყენოს რუსეთის მოლაპარაკებაში მთავარი ფიგურა არახამია თანამდებობიდან და ასევე თურმე, ფრაქციის პოსტიც უნდა დატოვოს არახამიამ. ვეკითხები ირაკლი კობახიძეს, ეს არის პრაგმატული პოლიტიკა? პრაგმატიზმი ჰქვია ამას, რომ ომში მყოფ ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის თავისუფლებისთვის, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ასეთი ენით ველაპარაკოთ?", - განაცხადა მანჯგალაძემ პარლამენტის სხდომაზე. 

 

მსგავსი სიახლეები