საგანგებო კრება შემოქმედის ეპარქიაში - პუტინის მხარდამჭერ სასულიერო პირს მღვდელმსახურების შეწყვეტა ემუქრება
შემოქმედის ეპარქია საგანგებო კრებისთვის ემზადება. მთავარი საკითხი პრორუსი სასულიერო პირისთვის ვახტანგ თოხაძისთვის, მღვდელმსახურების შეწყვეტა იქნება. ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მიერ "ტვ ოზურგეთელმა სასულიერო პირმა "ალტ ინფოს" ოფისი აკურთხა შემდეგ კი "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ უკრაინაში ქალების და ბავშვების გაუპატიურება, ომის დროს, ჩვეულებრივ მოვლენაა.
რეაქცია არის უკვე რა თქმა უნდა, რომ ძალიან ცუდი რაღაც გაუკეთებია. რეაგირება მოყვება რა თქმა უნდა დავიბარებთ და ვნახოთ რა იქნება", - ამბობს ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე იოსები.
"პირველებმა" გაარკვია, რომ პრორუსული პარტიის "ალტ ინფოს" ოფისში ასევე იმყოფებოდა ოზურგეთის მერიის ტრანსპორტის განყოფილების სპეციალისტი ბაქარ დოლიძეა.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ოზურგეთში რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ოზურგეთში პრორუსული პარტიის "ალტ ინფოს" ოფისის გახსნა გააპროტესტეს. ოფისი გუშინ, გვიან ღამით გაიხსნა.