რატომ უთხრა უარი „ალტ-ინფოს“ აკრედიტაციაზე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე ალტ-ინფო ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებების გამო არ დაუშვეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.