"გირჩის" 7 მოთხოვნა - თუ რომელიმე სრულად შესრულდება, პარტია პარლამენტში შევა

12.04.21 12:40
"გირჩის" 7 მოთხოვნა - თუ რომელიმე სრულად შესრულდება, პარტია პარლამენტში შევა

გირჩი შვიდ მოთხოვნას აჟღერებს, რომელთაგან ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში, პარტია პარლამენტში შევა.მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია პარტიამ Facebook გვერდზე გაავრცელა. 

გირჩის მოთხოვნებია: 

  • ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
  • კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულირებებისგან;
  • რაიონული პოლიციის შერიფები აირჩიოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით;
  • პირველი ინსტანციის მოსამართლეები პირდაპირი წესით აირჩიოს ხალხმა და ბრალდებულს ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
  • ქვეყანაში დაშვებულ იქნას მულტისავალუტო რეჟიმი;
  • მოხდეს მარიხუანის სრული ლეგალიზაცია;
  • რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციამ უნდობლობა გამოუცხადა და პარლამენტში არ შევიდა. გამონაკლისები იყვნენ პარტია "მოქალაქეები" და "ევროპელი სოციალისტები".

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ისინი პალამენტში  ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში შევლენ.  

მსგავსი სიახლეები