მიშა მშვილდაძის გამოკითხვა დასრულდა

12.04.22 18:53
მიშა მშვილდაძის გამოკითხვა დასრულდა

ტელეკომპანია ,,ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის, გამოკითხვა დასრულდა. ტელეწამყვანი საგამოძიებო ორგანოში Facebook პოსტის გამო დაიბარეს და მისი გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

მიშა მშვილდაძის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის, ინფორმაციით, გამოკითხვამ სულ რამდენიმე წუთი გასტანა.

გამოკითხვა 7 წუთი გაგრძელდა. სუს-ის გამოძიებამ გამოკითხვის შედეგად დაადგინა მიშას ტელეფონის ნომერი, რომელზეც მანამდეც ურეკავდა გამომძიებელი და მამის სახელი.- წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი.

4 აპრილს მიშა მშვილდაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ის განცხადება გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც ღარიბაშვილმა ბუჩას კადრების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ომით უკრაინელი ხალხი ისჯება. 

მსგავსი სიახლეები