ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდი უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა "გენოციდი".
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, ჩაიდენს თუ არა დიქტატორი სხვა ქვეყანაში გენოციდს.
„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი ავზის შევსების უნარი, არცერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, - განაცხადა ბაიდენმა.