უკრაინაში პრორუსი დეპუტატი მედვეჩუკი დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა "პუტინის ნათლიმამად" წოდებული პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავა. ფოტოს უკრაინელი მაღალჩინოსნები ავრცელებენ.
მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
მედვედჩუკი უკრაინაში პრორუსული იდეების გავრცელებელი და რუსეთის ინტერესების ლობისტია. ის ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის ლიდერია. პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი და უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.