სამართალდამცავების განცხადებები მიმართული იყო ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციისკენ - სახდეპი
ტვ პირველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარვას გარდაცვალებაზე სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები, მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2021 წლის მიმოხილვის ანგარიშშია ნათქვამი.
"გარდაცვალებიდან მალევე სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო ჟურნალისტის დისკრედიტააცისკენ და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ", - ვკითხულობთ დოკუმენტში.