დაპირისპირება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან - პოლიციელმა სამოქალაქო აქტივისტს დაარტყა (ვიდეო)
აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან დაპირისპირება გრძელდება. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ შეხლა-შემოხლისას პოლიციელმა სამოქალაქო აქტივისტ გიორგი მუმლაძეს დაარტყა.
სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამართალდამცავები აქტივისტებს აკავებენ. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 6 პირი.