ტერორით ჩატარებული არჩევნები, ნაცემი ჟურნალისტები, კლანური მმართველობა - სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში საქართველოზე
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში საქართველოზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში "ტვ პირველი" ხუთჯერაა ნახსენები, მათ შორის მოხვდა ჩვენი არხის ჟურნალისტური გამოძიება - ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ადამიანების ტერორის შესახებ. 85 გვერდიან ანგარიშში მკაფიოდ წერია, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების დაშინების მცდელობას.
მიმდინარე წლის განმავლობაში გავრცელდა ცნობა უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჟურნალისტების შევიწროების შესახებ. მარტში ოპოზიციურმა არხმა "ტვ პირველმა" გაავრცელა ბერა ივანიშვილის, მმართველი პარტიის დამფინანსებლის და ყოფილი ხელნმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის შვილის, სავარაუდო ფარული ჩანაწერები. ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოგვიანებით თავდაცვის მინისტრს ეკითხებოდა დასაჯა თუ არა სოქციალურ ქსელში მისი კრიტიკოსები. იმ დროს ბერა ივანიშვილი 15 წლის იყო. ჩამაწერების გავრცელების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ მიიღო სასამართლსო განკარგულება "ტვ პირველის" ოფისში რეიდი ჩაეტარებინა ამ "უკანონო" ჩანაწერების წყაროს დასადგენად. სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო ფარული ჩანაწერები და ჟურნალისტების დაშინების ფაქტები წყაროს გამოვლენის მიზნით. 4 თვის შემდეგ სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერები ავთენტური არ იყო", - წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე მოხვდა ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევები,სასამართლო კლანი, არჩევნების დროს განხორცელებული ზეწოლა და 5 ივლისის ძალადობა.
ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტქ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შესახებ.
საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მთავრობის წარუმატებლობამ, ჩაეტარებინა სარწმუნო გამოძიება 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე და სასამართლო წესით დევნა განეხორციელებინა ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოიწვია ამ ძალადობასთან დაკავშირებული დაუსჯელობა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევები,სასამართლო კლანი, არჩევნების დროს განხორცელებული ზეწოლა და 5 ივლისის ძალადობა. ასევე ანგარიში მოხვდა ზეწოლა ტვ პირველის მფლობელზე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ტვ პირველიდან ჩანაწერების ამოღების მცდელობა და ტვ პირველის მფლობელის მამის გასამართლება.