ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა, არასათანადო მოპრყობა, წამება - სახდეპი სააკაშვილის პატიმრობაზე

13.04.22 10:00
ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა, არასათანადო მოპრყობა, წამება - სახდეპი სააკაშვილის პატიმრობაზე

ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა, არასათანადო მოპრყობა, წამება, რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში  იძულებით გადაყვანა და სახწელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დიდი ნაწილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეთმობა.

ანგარიშში მოხვდა სააკაშვილის დაკავების, მისი შიმშილობის, რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის, შემდეგ გორის ჰოსპიტალში განთავსებისა და პენიტენციურ სისტემაში დაბრუნების შესახებ.

დოკუმენტში მოყვანილია  ომბუდსმენის დასკვნები, რომლის თანახმადაც პატიმარი პრეზიდენტის მიმართ სასამართლოს სხდომებში მონაწილეობა შეეზღუდა და მისი უფლებები დაირღვა. ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს N12 ციხიდან გლდანის პენიტენციური კლინიკაში სააკაშვილის იძულებით გადაყვანის დროს მისი უფლებების სავარაუდო დარღვევის დარღვევის გამოძიების თხოვნით მიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის პატივი, ღირსება და პირადულობა შელახა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებით.

მსგავსი სიახლეები