სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში ტვ პირველი ოთხჯერ არის ნახსენები

13.04.22 10:06
სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში ტვ პირველი ოთხჯერ არის ნახსენები

სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ანგარიშში ტვ პირველი ოთხჯერ არის ნახსენები: ზეწოლა ტვ პირველის მფლობელზე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ტვ პირველიდან ჩანაწერების ამოღების მცდელობა, ტვ პირველის მფლობელის მამის გასამართლება:

ზეწოლა ტვ პირველის მფლობელზე: 

მედიაორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, მთავარობის გადაწყვეტილებებზე გავლენაში ადანაშაულებენ. მათ შორის მთავრობის მიერ დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში"- წერია ანგარიშში. სახდეპი ამ კონტექსტში ტვ პირველის მფლობელის და მთავარი არხის გენერალური დირექტორის მიმართ მიმდინარე სასამართლო საქმეებს ახსენებს.

TBC ბანკის დამფუძნებელთან და მის მოადგილესთან ერთად ფულის გათეთრების საქმეში სავარაუდო ჩართულობისთვის ავთანდილ წერეთელს ბრალი წარედგინა, რომლებიც ორივე ოპოზიციის ამჟამინდელი ლიდერები არიან"- აღნიშნულია ანგარიშში. 

 ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება: 

11 ივლისს "ტვ პირველის" ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა  საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს მასზე ფიზიკურად იძალადეს. გარდაცვალებიდან მალევე სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები მიმართული იყო ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ და არა გარდაცვალების მიზეზის დადგენისკენ", - წერია დოკუმენტში. 

  ტვ პირველიდან ჩანაწერების ამოღების მცდელობა

მიმდინარე წლის განმავლობაში გავრცელდა ცნობა უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჟურნალისტების შევიწროების შესახებ. მარტში ოპოზიციურმა არხმა "ტვ პირველმა" გაავრცელა ბერა ივანიშვილის, მმართველი პარტიის დამფინანსებლის და ყოფილი ხელნმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის შვილის, სავარაუდო ფარული ჩანაწერები. ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოგვიანებით თავდაცვის მინისტრს ეკითხებოდა დასაჯა თუ არა სოქციალურ ქსელში მისი კრიტიკოსები. იმ დროს ბერა ივანიშვილი 15 წლის იყო. ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ მიიღო სასამართლსო განკარგულება "ტვ პირველის" ოფისში რეიდი ჩაეტარებინა ამ "უკანონო" ჩანაწერების წყაროს დასადგენად. სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო ფარული ჩანაწერები და ჟურნალისტების დაშინების ფაქტები წყაროს გამოვლენის მიზნით. 4 თვის შემდეგ სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერები ავთენტური არ იყო", - წერია ანგარიშში. 

მსგავსი სიახლეები