"ომის პარტიასთან ერთად ვიზიტის განხორციელება მისაღები არაა" - კიევში საპარალმენტო დელეგაცია აღარ გაემგზავრება

13.04.22 13:03
"ომის პარტიასთან ერთად  ვიზიტის განხორციელება  მისაღები არაა" - კიევში საპარალმენტო დელეგაცია აღარ გაემგზავრება

უკრაინაში შესაძლოა, "ქართული ოცნება" მარტო წავიდეს და ოპოზიცია აღარ წაიყვანოს.  მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ არ აქვს სურვილი ომის პარტიასთან ერთად მისი პოლიტიკური გუნდი დელეგაციის შემადგენლობაში იყოს.თბილისიდან კიევში საპარალმენტო დელეგაცია აღარ გაემგზავრება. კობახიძის თქმით, ეს იქნება პარალმენტის თავმდჯომარის ვიზიტი უკრაინაში, შესაბამისად შალვა პაპუაშვილი გადაწყვეტს ვინ იქნება დელეგაციაში.

არ არის მაინცდამაინც მისაღები, ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. მოცემულობა არის უკვე შეცვლილი. ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება. 

გუშინ გვქონდა სატელეფონო საუბარი შალვასთან, ყველა ვიყავით ჩართული, პრემიერიც იყო ჩართული კონსულტაციებში. მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველა საკითხი მოგვარდება, შეუძლებელია, თუმცა გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი., რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება მეგობრული საუბარი თავის კოლეგასთან უკრაინაში და ეს გახდება დასაწყისი ყველა საკითხის გადაწყვეტის", - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები