გახდება თუ არა სახდეპ-ის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების საფუძველი?- ოპოზიციის შეფასება

13.04.22 13:26
გახდება თუ არა სახდეპ-ის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაშვების საფუძველი?- ოპოზიციის შეფასება

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გუნდი  ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების აღმოჩენას და სამკურნალოდ გაშვებას ითხოვს. 

პრეზიდენტი სააკაშვილი დაკავების დღიდან, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლია. ამაზე,  აარაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო დეპარტამენტი ცალსახად საუბრობს. სხვადასხვა ანგარიშებზე საუბარია ასევე პრომ სააკაშვილი წამების მსხვერპლია. ამიტომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე რომ არ დაემუქროს, მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში გაყვანა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა"- განაცხადა "პირველებთან" ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხებეიშვილმა. 

 "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი კი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე საერთაშორისო კონსილიუმის შექმნას ითხოვს. 

შეიქმნას საერთაშორისო კონსილიუმი, ექიმები შეაფასებენ მის მდგომარეობას და და დადებს შესაბამის რეკომენდაციას. იმედი მაქვს, რომ მოიძებნება გადაწყვეტილება, მიგვაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა, ქვეყნისთვის დამაზიანებელია"- თქვა სამადაშვილმა. 

"ევროპულ საქართველოში" თვლიან, რომ  პოლიტიკური დევნის შეჩერების საფუძველი "რეჟიმის" შეცვლაა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არის აღწერა, იმ უმძიმესი ვითარების, რაც შექმნილია, ივანიშვილის რეჟიმის მიერ. პოლიტიკური დევნის ნაწილში, ძალადობის საკითხში და სხვა"- აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 

მსგავსი სიახლეები