თუ ვინმეს სურს ინსტიტუტები გააკრიტიკოს, მტკიცებულებები წარმოადგინოს - კობახიძე

13.04.22 13:20
თუ ვინმეს  სურს ინსტიტუტები გააკრიტიკოს, მტკიცებულებები წარმოადგინოს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს მტკიცებულებებს უწუნებს. მისი თქმით, ანგარიშში წარმოდგენილი განცხადება ზოგადია და ფაქტებს არ შეიცავს.  

"სასამართლოზე ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები და არა ზოგადი განცხადებები. ყოველ ჯერზე ამას ვითხოვთ, თუმცა არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში. ამაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ხორციელდება სასამართლო რეფორმა, ამ კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ თუ ვინმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, თუ ნებისმიერი სხვა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები", - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები