"ქართული ოცნების" გზას ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე მივყავართ - მელია სახდეპის ანგარიშზე
სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის 85 გვერდიდან თითოეული გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და „ქართული ოცნების“ გზას ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილამდე მივყავართ - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს.
ნიკა მელიას თქმით, ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია.
დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები, სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე და ხაზარაძე, წერეთელი, კეზერაშვილი და მელია. მათ დევანს კავშირი აქვს არა სამართლიანობასთან და სამართალთან, არამედ მხოლოდ მათ პოლიტიკურ პოზიციასთან. იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობა, თუ ოპოზიციური მედიის ფლობა. დასკვნაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მთელი თავი პრაქტიკულად ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს და მისდამი მოპყრობას, ასევე მის წამების საქმის გამოძიების წეარმოების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არსებობს, სანდო გამოძიება და მართლმსაჯულება" - თქვა მელიამ.