უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადამ ალყის გარღვევა შეძლო

13.04.22 13:46
უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადამ ალყის გარღვევა შეძლო

უკრაინის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადამ ალყის გარღვევა შეძლო - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა, ოლექსი არესტოვიჩმა, გაავრცელა. 

„აზოვმა“ ღონისძიება პროფესიონალურად უზრუნველყო - წერს არისტოვიჩი. მისი თქმით, აღნიშნული მანევრის შედეგად, „აზოვი“ არსებითად განმტკიცდა. 

"36-ე ბრიგადამ თავიდან აიცილა ნაწილებად განადგურება, მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები და ფაქტობრივად, მეორე შანსი"- დაწერა არისტოვიჩმა. 

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლმა, გენერალი კონაშენკო, ირწმუნებოდა, რომ მარიუპოლში უკრაინელი საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის 1026-მა სამხედრომ იარაღი ნებაყოფლობით დაყარა და ტყვედ ჩაბარდა, რაც არისტოვიჩმა არ დაადასტურა. 

მსგავსი სიახლეები