პარლამენტმა მაღლაფერიძე და ტუღუში საზმაუს ბორდში აირჩია, შავგულიძე - არა

13.04.22 14:13
პარლამენტმა მაღლაფერიძე და ტუღუში საზმაუს ბორდში აირჩია, შავგულიძე - არა

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია, ლიკა ბასიალაია-შავგულიძეს კი უარი უთხრეს.

 ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარდგენილი, ლაშა ტუღუში- სახალხო დამცველის,  ლიკა ბასილაია-შავგულიძე კი ენმ-მ წარადგინა.

კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ვასილ მაღლაფერიძე: მომხრე - 83, წინააღმდეგი - 19;
  • ლიკა შავგულიძე-ბასილაია: მომხრე - 31, წინააღმდეგი - 2;
  • ლაშა ტუღუში: მომხრე - 108, წინააღმდეგი - 0.

მსგავსი სიახლეები