ადამიანის უფლებების დარღვევა და ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობა - არასამთავრობოები სახდეპის კრიტიკულ ანგარიშზე

13.04.22 14:21
ადამიანის უფლებების დარღვევა და ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობა - არასამთავრობოები სახდეპის კრიტიკულ ანგარიშზე

 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ დასკვნას არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ. ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ სახდეპის ნაგარიში კიდევ ერთი დასტურია, რომ სასამართლო სისტემას კლანური მმართველობა უნდა ჩამოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხე დაემუქრება.

ეს ანგარიში და აქ მოცემული საკითხები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ საქართველოში აუცილებელია გატარდეს ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში. ფუნდამენტური რეფორმები რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ზედაპირული სახით და ისეთი ფორმით, როგორსაც აკეთებდა ხელისუფლება აქამდე, რომელიც რეალურად არაფერს არ ცვლიდა. რადგან ანაგრიშში ეს საკითხები არის ნახსენები, ეს ნიშნავს, რომ ისინი იზიარებენ იმ პრობლემებს, რომელზეც საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

 "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში მკაფიოდ მიანიშნა საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე.

ანგარიში ნათლად მიანიშნებს, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მდგომარეობა ისევე როგორც ამ უფლებების დაცვის გარანტორი დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობა საგრძნობლად არის გაუარესებული, ამაზე პირდაპირ მიანიშნებს 5-6 ივლისს დაკავშირებით ძალიან მკაცრი შეფასებები", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.  

 

მსგავსი სიახლეები